About this role
Job title: Team Lead/Service Expert – Payment & FX (MSME Business)
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭირთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ პროფესიონალს Payment & FX მიმართულებით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება MSME სეგმენტისთვის საგადახდო და სავალუტო პროდუქტების განვითარებაზე, მათი ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შექმნაზე.
პოზიციის მფლობელი აქტიურად ჩაერთვება პროდუქტებისა და სერვისების განვითარების პროცესში, ბიზნესის საჭიროებების იდენტიფიცირებაში, პროცესების ოპტიმიზაციასა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობაში. ასევე, როლის შესაბამისად, უზრუნველყოფს მიმართულების სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრასა და გუნდის საქმიანობის კოორდინაციას.
სამუშაოს აღწერილობა
- MSME სეგმენტისთვის Payment & FX პროდუქტებისა და სერვისების განვითარების სტრატეგიისა და პრიორიტეტების განსაზღვვრაში მონაწილეობა;
- საგადახდო პროდუქტების განვითარების და გაუმჯობესება, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვებისა და ანგარიშსწორების მიმართულებით;
- FX პროდუქტებისა და სერვისების განვითარება, მათ შორის ვალუტის კონვერტაციის, სავალუტო ოპერაციების და ბიზნესკლიენტებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმართულებით;
- მომხმარებელთა საჭიროებების, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით;
- პროდუქტებისა და სერვისების მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მუშაობა და არსებული პროცესების გამარტივება;
- პროდუქტების ეფექტიანობისა და ძირითადი ბიზნესმაჩვენებლების (KPIs) მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება;
- ციფრული არხებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებით პროდუქტებისა და სერვისების განვითარების ხელშეწყობა;
- ბიზნესის, IT-ის, საოპერაციო, რისკებისა და სხვა შესაბამის გუნდებთან მჭიდრო მუშაობა პროდუქტების განვითარების სრულ ციკლში;
- ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალების დანერგვის პროცესში მონაწილეობა და მათი წარმატებული იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;
- შესაბამისი მიმართულების გუნდის საქმიანობის კოორდინაცია, პრიორიტეტების განსაზღვრა და შედეგებზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა (Team Lead ფუნქციის შემთხვევაში).
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- საბანკო ან საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- Payment პროდუქტების, საბანკო გადარიცხვებისა და ანგარიშსწორების პროცესების კარგი ცოდნა;
- FX პროდუქტებისა და სავალუტო ოპერაციების ცოდნა;
- MSME ბიზნესსეგმენტის საჭიროებებისა და საბანკო მომსახურების სპეციფიკის გააზრება;
- პროდუქტების განვითარების, ბიზნესის ანალიზის, პროცესების მართვის ან პროექტების კოორდინაციის გამოცდილება;
- მონაცემების ანალიზისა და ბიზნესშედეგების შეფასების უნარი;
- სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართო ბმულზე.