Post a jobLog in
All jobs
T

საოპერაციო სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი

თბილისი, , Georgia Posted Nov 16, 2026
Full-timeOn-site

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომლის გუნდი მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს ქმნის. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

თიბისი კაპიტალი, საქართველოში წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას უზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით.

თიბისი კაპიტალის გუნდში გვაქვს აქტიური ვაკანსია საოპერაციო სპეციალისტის პოზიციაზე.

საოპერაციო სპეციალისტი უზრუნველყოფს საბროკერო ოპერაციებისა და შიდა კონტროლის პროცესების განხორციელებასა და მხარდაჭერას._role უზრუნველყოფს ოპერაციების სიზუსტეს, დროულობასა და შესაბამისობას შიდა პოლიტიკებთან და მარეგულირებელ მოთხოვნებთან, ასევე აქტიურად მონაწილეობს პროცესების გაუმჯობესებასა და საოპერაციო რისკების მართვაში.

სამუშაოს აღწერილობა

  • საბროკერო გარიგებების აღსრულებისა და ანგარიშსწორების პროცესის მართვა და კონტროლი;
  • გარიგების შემდგომ ეტაპზე კლიენტებთან კომუნიკაციის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის (trade confirmations და სხვა) მომზადება/გაგზავნა;
  • კლიენტების ონბორდინგისა და KYC/რეიდენტიფიცირების პროცესების დამოუკიდებლად მართვა და კონტროლი, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და გადამოწმება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
  • კლიენტის საჭიროებებისა და საოპერაციო საკითხების კომუნიკაცია გუნდის ლიდერთან და შესაბამის შიდა დეპარტამენტებთან;
  • შიდა სისტემებში ოპერაციების მონაცემების შეყვანა, განახლება და სიზუსტის კონტროლი;
  • საოპერაციო ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი დროული ესკალაცია;
  • შიდა აუდიტისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების პროცესებში მონაწილეობა და საჭირო ინფორმაციის მომზადება;
  • კლიენტებისა და ფრონტ-ოფისის საოპერაციო მხარდაჭერა, მათთვის საჭირო დოკუმენტაციის (ამონაწერები, ცნობები და სხვა) მომზადება;
  • გუნდის შიდა პროცედურებისა და ინსტრუქციების დაცვა და მათი პრაქტიკაში სწორად გამოყენება.

კვალიფიკაცია

  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან დაკავშირებულ სფეროში;
  • მინიმუმ 1–3 წლიანი გამოცდილება საბროკერო ოპერაციებში ან ფინანსურ სექტორში;
  • კაპიტალის ბაზრის საბაზისო პროცესებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა;
  • საბროკერო ოპერაციებში გამოყენებული სისტემებისა და პროგრამების პრაქტიკული ცოდნა;
  • MS Excel-ის ცოდნა;
  • Bloomberg-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
  • პროაქტიულობა და პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტაცია.

Your next opportunity starts here

Prepare, apply, track, interview and get hired — all from one platform, with AI in your corner.

Download app

Or sponsor Premium for someone who's job hunting →