About this role
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ჰელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.
საშუალო და რეგიონული კორპორატიული კლიენტების მომსახურების განყოფილებაში გვაქვს вакანსია კორპორატიული ანალიტიკოსის პოზიციაზე, კერძოდ ჯანმრთელობის, განათლების, ჰორეკას და უძრავი ქონების სექტორში
სამუშაოს აღწერილობა
- მიიღებ და დაამუშავებ კლიენტის საკრედიტო განაცხადებს;
- გაანალიზებ კლიენტების ფინანსური მაჩვენებლებს და შესაბამისად მოამზადებ სრულყოფილ სასესხო პროექტებს;
- მოამზადებ ფინანსურ მოდელებსა და განსაზღვრავ საპროგნოზო ფინანსურ მაჩვენებლებს;
- შეაფასებ პროექტების რისკიანობას;
- დააორგანიზებ გირაოს შეფასების პროცესს და აღნიშნულ პროექტში სწორად ასახვას;
- საკრედიტო კომიტეტზე წარადგენ პროექტს;
- წარმართავ სესხის გაცემის პროცესს;
- არასტანდარტული ხელშეკრულებების შემთხვევაში წარმართავ პროცესს როგორც ბანკის შიდა რგოლებთან ასევე კლიენტთან.
- რეგულარულად დაამონიტორინგებ არსებული კლიენტების ფინანსური მდგომარეობის;
- გააკონტროლებ სესხის მიზნობრიობის შესრულებას;
- მართავ ტრანშების ან საკრեդიტო ხაზების ათვისებას;
- მოამზადებ სხვადასხვა რეპორტებს ბანკში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (CFA ან/და ACCA ჩაითვლება უპირატესად);
- ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის მინუმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ან რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსების ცოდნა;
- ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
- საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
- საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების ცოდნა;
- MS Office-ს პროგრმაბის მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel/Word/PowerPoint);
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, მიმართეთ ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხებით. კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მიმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დაფიქსირო.