Talent Apply
Log in
All jobs
T

ექსპატ სტუდენტების ონბორდინგის სპეციალისტი

TBCBANK
თბილისი, , Georgia Posted Oct 9, 2026
Full-timeOn-site

About this role

ექსპატ სტუდენტების ონბორდინგის სპეციალისტი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტის გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშოის აღწერა

გახდი თიბისის წარმომადგენელი უნივერსიტეტში

იმუშავე კონკრეტულ უნივერსიტეტში, თიბისისთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეში და დაეხმარე არარეზიდენტ სტუდენტებს საბანკო მომსახურების მიღებაში - პირველი კომუნიკაციიდან სრულ ონბორდინგამდე.

შენი მთავარი როლი:

  • არარეზიდენტ სტუდენტებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების გაცნობა და თიბיסის პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება;
  • პოტენციური კლიენტების მოზიდვა და იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის განხორციელება;
  • საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღება, გადამოწმება, აღრიცხვა და შესაბამისი პროცედურების დაცვა;
  • სტუდენტების სისტემებსა და ციფრულ არხებში რეგისტრაციისა და სრული ონბორდინგის მხარდაჭერა, მათ შორის საბანკო ანგარიშისა და ბარათის შეკვეთის პროცესში დახმარება;
  • კლიენტების მონაცემების განახლება, საჭირო საკითხების შესაბამის გუნდებთან ესკალაცია და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტა

რას გთავაზობთ?

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • საჭირო გადამზადებასა და პროფესიულ მხარდაჭერას;
  • რეალურ სამუშაო გამოცდილებას თანამედროვე საბანკო და ტექნოლოგიურ გარემოში;
  • კონკურენტულ და ზრდად ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, სპეციალურ შეთავაზებებს, „თიბისელების“ ფონდსა და სხვა ბენეფიტებს;
  • მუდმივი სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

თუ გინდა იმუშაო დინამიკურ და მრავალეროვან გარემოში, ყოველდღიურად შეხვდე სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს და მიიღო გამოცდილება, რომელიც კარიერულ განვითარებაში დაგეხმარება - შემოგვიერთდი თიბისის გუნდში.

კვალიფიკაცია

შენთან ერთად გვინდა მუშაობა, თუ:

  • გაქვს უმაღლესი განათლება ან ამჟამად სწავლობ უნივერსიტეტში;
  • ფლობ ინგლისურ ენას კარგ დონეზე; დამატებითი უცხო ენის ცოდნა უპირატესობაა;
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მარტივად ამყარებ კომუნიკაციას;
  • სწრაფად სწავლობ, გსიამოვნებს ახალი ცოდნის მიღება და შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა;
  • შეგიძლია პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრა;
  • გაინტერესებს ფინანსები, ტექნოლოგიები და თანამედროვე საბანკო გარემო.

გამოცდილება აუცილებელი არ არის - ჩვენ მოგამზადებთ და დაგეხმარებით პროფესიულ განვითარებაში.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეიძლება დამუშავდეს სამომავალო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ აღნიშნულ ინფორმაციაში მითითებულ საკონტაქტო არხების მიხედვით. კონფიდენციუალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი წესებით და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებით არის გათვალისწინებული, რაც გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერ ნიშნით. თუ თქვენზე იყოს დისკრიმინაციის ნიშნები, შეგიძლიათ გააფიქსიროთ შემთხვევა და იყოს რეაგირება. თიბისიში შეგიძლიათ, თქვენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღეროთ და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დაფიქსიროთ.

Your next opportunity starts here

Prepare, apply, track, interview and get hired — all from one platform, with AI in your corner.

Download app

Or sponsor Premium for someone who's job hunting →