About this role
ადმინისტრაციული ასისტენტი - არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს შესახებ ჩვენს მისია ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.
სამუშაოს აღწერილობა
- ასოცირებული/კორპორატიული საოპერაციო ბანკირების მხრიდან მიღებული დავალებით შესრულებული საგადასახადო დავალებები ბეჭდვა, დამოწმება, კლიენტისთვის მიწოდება;
- ასოცირებული/კორპორატიული საოპერაციო ბანკირების მხრიდან მიღებული დავალებით ამონაწერების ბეჭდვა, დამოწმება, კლიენტისთვის მიწოდება;
- კორპორატიული კლიენტებისათვის სტანდარტული ცნობებისა დაბეჭდვა, დამოწმება, კლიენტისთვის გადაცემა;
- კორპორატიული კლიენტებისთვის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხრიდან მიღებული არასტანდარტული წერილებისა, აუდიტორული წერილების კანცელარიის ბლანკზე დაბეჭდვა და ბეჭდით დამოწმება, ბლანკზე დაბეჭდილი ცნობის ხელმოწერა, კლიენტისთვის მიწოდება;
- დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად ბანკის სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;
- კლიენტთან კომუნიკაცია ბანკის მომსახურების ხარისხის ინსტრუქციების გათვალისწინებით (Service +, Dress code);
- ასოცირებული/კორპორატიული საბუთების თარიღების შესაბამისად ორგანიზება, შენახვა;
- სრულყოფაში მოყვანილი დოკუმენტების 3 თვეში ერთხელ სტანდარტის შესაბამისად არქივში გადაცემა.
- კლიენტთან ვიზიტის ორგანიზება, განხორციელება დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით;
- ასოცირებული/კორპორატიული საოპერაციო ბანკირების მხრიდან ხელმოსაწერი დოკუმენტების სრულყოფის მიზნით, დოკუმენტების მომზადება, ბანკირის ოფისში ვიზიტის გრაფიკის შედგენა, ორგანიზება.
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება;
- ბანკში საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების Word და Excel ცოდნა;
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
- ბანკის სტანდარტების და პროცედურების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლიანი;
- მოტივირებული;
- მოწესრიგებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- კომუნიკაბელური.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუგანაც უფრო ცუდი. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ საკომუნიკაციო არხების მიხედვით. კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თ pibisi ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, უკომუნიკაციო არხებით დაგვიკავშირდი. კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი თანახმად მოქმედი წესების და თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისად, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და მოიძებნება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი ანონიმურად ან ღიარად დაფიქსირო.