Talent Apply
Log in
All jobs
T

მომხმარებელზე ზრუნვის ექსპერტი

TBCBANK
-, , Georgia Posted Sep 18, 2026
Full-timeHybrid

About this role

მომხმარებელზე ზრუნვის ექსპერტი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას-Vსასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

შენ, როგორც მომხმარებელზე ზრუნვის ექსპერტი:

  • უპასუხებ შემომავალ ზარებს და გაუწევ ხარისხიან მომსახურებას მომხმარებლებს;

  • სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დაადგენ მათ საჭიროებებს;

  • მოუსმენ, გააანალიზებ და დაეხმარები მათ საკითხების ეფექტურად მოგვარებაში;

  • აქტიურად ჩაერთვები ინდივიდუალური და გუნდური მიზნების მიღწევის პროცესში. შენ გექნება შესაძლებლობა:

  • შეისწავლო საბანკო პროდუქტები და პროცესები;

  • მიიღო შენთვის საინტერესო ცოდნა და გამოცდილება საბანკო სექტორში;

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, შენს ინტერესებსა და მიმართულებაზე დაყრდნობით;

  • გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელიც დაგეხმარება ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში;

  • იმუშავო პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გუნდურუფ გარემოში. ჩვენ გთავაზობთ:

  • დისტანციურ სამუშაო ფორმატს, სადაც მოგეცემა საშუალება იმუშაო სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან;

  • ანაზღაურებად ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე;

  • სასწავლო პლატფორმებს და განვითარების მრავალ შესაძლებლობას;

  • დამატებით ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა, well-being აქტივობები, შიდა შეთავაზებები, ფონდი „თიბისელები“ და სხვა.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გამოტივირებს სხვების დახმარება და მათი გამოცდილების გაუმჯობესება;
  • გაქვს ძლიერი კომუნიკაციის უნარი და შეგიძლია პროფესიონალიზმის შენარჩუნება რთულ სიტუაციებშიც;
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური და მზად მუდმივი სწავლისთვის;
  • გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება;
  • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე տեխնოლოგიებთან მუშაობის მზაობა

ადგილი, სადაც იმუშავებ:

დისტანციურად, სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან.

Your next opportunity starts here

Prepare, apply, track, interview and get hired — all from one platform, with AI in your corner.

Download app

Or sponsor Premium for someone who's job hunting →