Talent Apply
Log in
All jobs
T

დიჯითალ ოპერატორი - ბორჯომი

TBCBANK
ბორჯომი, , Georgia Posted Sep 25, 2026
Full-timeOn-site

About this role

დიჯიტალ ოპერატორი - ბორჯომი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ჰელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, დინამიკური გარემო და ციფრული სამყაროს ნაწილად ყოფნა?

გინდა იმუშაო ძლიერი ბრენდში, სადაც შენი განვითარების რეალურად აფასებენ? შემოგვიერთდი თიბისიში პირდაპირი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და დაეხმარე ადამიანებს ციფრული სერვისების მარტივად, სწრაფად და კომფორტულად გამოყენებაში.

გახდი 33-წლიანი ისტორიის მქონე ლიდერი კომპანიის გუნდის წევრი!

რას გააკეთებ ყოველდღიურად?

  • არსებ moldდ და პოტენციურ მომხმარებლებს პროაქტიულად შესთავაზებ სწორ, მათზე მორგებულ გადაწყვეტილებებს
  • გაგუაწევ კონსულტაციას საბანკო პროდუქტებსა და ტრანზაქციებზე, ციფრულ არხებში
  • დაეხმარები მომხმარებლებს რეგისტრაციაში და პირველ ოპერაციებში — პროცესს მაქსიმალურად გაუმარტივებ
  • დააკვირდები მომხმარებლის გამოცდილებას და შენს უკუკავშირს გაუზიარებ თიბისის გუნდებს, რათა ციფრული სერვისები კიდევ უფრო უკეთესი გახდეს

რას გთავაზობთ თიბისი?

ფინანსურ სარგებელს

  • ფიქსირებული ხელფასი + დამატებითი ყოველთვიური ბონუსი
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი

განვითარებას და კარიერულ ზრდას

  • 2-კვირიანი ანაზღაურებადი ტრენინგი (პიროვნული უნარები + საბანკო პროდუქტები)
  • წვდომა მრავალფეროვან შიდა და გარე ტრენინგებზე
  • საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მომსახურების პრაქტიკული გამოცდილება

დამატებით ბენეფიტებს

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის
  • ბრენდ მაღაზია
  • ფონდი „თიბისელები“ და სხვა მრავალი ექსკლუზიური ბენეფიტი

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და დახმარება
  • ხარ აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული
  • გინდა დაიწყო ან განავითარო კარიერა საფინანსო სექტორში
  • გაინტერესებ ციფრული ტექნოლოგიები და თანამედროვე სერვისები
  • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

ლოკაცია:იუსტიციის სახლი.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პర్సონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – საიტი
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – საიტი
  • ანონიმური ცხელი ხაზი – ნომერი
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Your next opportunity starts here

Prepare, apply, track, interview and get hired — all from one platform, with AI in your corner.

Download app

Or sponsor Premium for someone who's job hunting →