About this role
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიების შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 9000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.
თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფოლიოს 37% და დეპოზიტების 31%.
კორპრატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას/saxazinoproduktebis gefiwebis menqenis poziçiase
საფუძველზე სამუშაოს აღწერა
- სავალუტო კონვერტაციებისა და დერივატიული ოპერაციების ფასდადება, სახაზინო პროდუქტების შეთავაზება, გაყიდვა, განვითარება კორპორატიული კლიენტებზე
- ჯამური და ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა არასაკრედიტო პროდუქტების კუთხით
- სავალუტო ბაზრისა და სახაზინო ოპერაციების მუდმივი კონტროლი, კლიენტების მომგებიანობის და სავალუტო გარიგებების მოცულობების მუდმივი ანალიზი, კორპორატიული კლიენტებისთვის სახაზინო პროდუქტების შეთავაზება, პროდუქტების ახსნა/ინფორმაციის მიწოდება, უფროსთან/კორპორატიული ბანკირებთან ერთად კლიენტებისთვის გადაწყვეტილებების მოფიქრება, მომგებიანობის კონტროლი/ზრდა.
- კლიენტების pipeline-ბის მუდმივი განახლება, არსებულ კლიენტებზე სწორი მოლოდინების მართვის და ახალი პოტენციალისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით.
- კლიენტის ოპერაციების დაგეგმარებასა და ბიზნესის გაზრდის პროცესში სრული ჩართულობა. სახაზინო პროდუქტებზე გეგმის მომზადება კორპორაციული ბანკირებთან ერთად და შესრულება,
- შესაბამისი ბიზნეს დარგების მაქსიმალური პენეტრაცია, არსებული კლიენტების საბანკო პროდუქტებით დაფარვის მაქსიმიზაციის და ახალ კლიენტებთან პროაქტიული თანამშრომლობის გზით
- სახაზინო და სავალუტო ბაზრის სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნა;
- კლიენტებთან თანამშრომლობის პროცესში სექტორში გამოვლენილი ტენდეციებისა და ინფორმაცია უფროსისთვის დროული მიწოდება;
- კლიენტებზე მოროდებული შეთავაზებების მომზადება, მათ შორის კომბინირებული ოფერების მომზადების გზით (დეპოზიტები, FX, ქეშ მენეჯმენტი და სხვა) და შეხვედრების წარმართვა არასაკრედიტო პროდუქტების მიმართულების უფროსთან და კორპორატიულ ბანკირებთან კოორდინაციით
- სახაზინო ოპერაციების უზრუნველყოფა და დასრულების შემდეგollow up (აღრიცხვა, ანალიზი და აშ.)
- კლიენტის გამოცდილების (ოპერაციული და პროდუქტული) მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესებაზე წინადადებების მომზადება
- სახაზინო პროდუქტების ხელშერქულებების გაფორმება/გააქტიურება, პროცესის ბოლომდე მართვა.
- ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ძლიერი კოორდინაციის უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელის, ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის ბრძანებების, განკარგულებებისა და დავალებების დროული და ადექვატური შესრულება;
- განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ პირდაპირი ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშგების წარდგენა.
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება; ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრაცია, ეკონომიკა
- ბანკში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. სასურველია გაყიდვების მიმართულებით.
- CFA სერტიფიკატი სასურველია.
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
- საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
- საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობის სრულყოფილი ცოდნა;
- ბანკის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობის ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ დაინტერესდე ბმულზე.