Talent Apply
Log in
All jobs
T

მძღოლი-ინკასატორი

TBCBANK
თბილისი, , Georgia Posted Oct 1, 2026
Full-timeOn-site

About this role

Job title: მძღოლი-ინკასატორი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ჰელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

შრომის აღწერა

  • ობიექტებს შორის, ნაღდიფულისა და სხვადასხვა ფასეულობების ინკასირება და დაცვა;

  • ბანკომატებისა და ფულის მიმღები აპარატების ინკასირება; ჩვენი უპირატესობები:

  • ჩვენ გთავაზობთ უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამის საკასო ცენტრს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს;

  • საკასო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრამმასტრუქტურით, მათ შორის მაღალი დონის საცხოვრებელ სივრცეებით, დასასვენებელი ზონებითა და საშხაპეებით.

  • მაღალი ხარისხის ეკიპირება;

  • ინკასაციის პროცესებისთვის მორგებული, მაღალი სტანდარტების შესაბამისი მანქანები, რაც ზრდის მუშაობის ეფექტურობას და უსაფრთხოებას.

კვალიფიკაცია

  • B - C კატეგორიის ავტომობილების მართვის მოწმობა;
  • შესაბამისი კატეგორიის ავტომობილების მართვის გამოცდილება;
  • პოზიციისათვის შესაბამისი ფიზიკური მომზადება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხიმგებლობის განცდა
  • დისციპლინის დაცვა
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთuli. კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციური მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო.

Your next opportunity starts here

Prepare, apply, track, interview and get hired — all from one platform, with AI in your corner.

Download app

Or sponsor Premium for someone who's job hunting →