Talent Apply
Log in
All jobs
T

დისტანციური გაყიდვების მენეჯერი - სახელფასო პროექტები

TBCBANK
თბილისი, , Georgia Posted Oct 2, 2026
Full-timeHybrid

About this role

დისტანციური გაყიდვების მენეჯერი - სახელფასო პროექტები

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ჰელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა შენ, როგორც დისტანციური გაყიდვების მენეჯერი:

  • სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით მოესახურები სახელფასო კლიენტებს, როგორც საკრედიტო, ასევე საოპერაციო მიმართულებით;
  • ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე მომხმარებელთან დაამყარებ კომუნიკაციას, შესთავაზებ პროდუქტს, მიაწოდებ ინფორმაციას;
  • აქტიურად მონაწილეობს ინდივიდუალური და გუნდის მიზნების მიღწევის პროცესში. შენ გექნება შესაძლებლობა:
  • შეისწავლო საბანკო პროდუქტები და პროცესები;
  • მიიღო შენთვის საინტერესო ცოდნა და გამოცდილება საბანკო სექტორში;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, შენს ინტერესებსა და მიმართულებაზე დაყრდნობით;
  • გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელიც დაგეხმარება ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში;
  • იმუშავო პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გუნდურ გარემოში. ჩვენ გთავაზობთ:
  • დისტანციურ სამუშაო ფორმატს, სადაც მოგეცემა საშუალება იმუშაო სახლში, ოფისში ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან;
  • ანაზღაურებადი ტრენინგი სამუშაოს დაწყებამდე;
  • სასწავლო პლატფორმებს და განვითარების მრავალ შესაძლებლობას;
  • დამატებით ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა, well-being აქტივობები, შიდა შეთავაზებები, ფონდი და სხვა

კვალიფიკაცია ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • ფიქრობ, რომ გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარები
  • ხარ აქტიური, მიზანდასახული და გაქვს განვითარების მაღალი მოტივაცია
  • გინდა გამოსცადო თავი და განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში ადგილი, სადაც იმუშავებ: დისტანციურად, სახლიდან, ოფისიიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან.

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია Kandidat-ის შესახებ შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია Kandidat-ის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ბმულზე. დეტალური ინფორმაცია კონფიდენციალურობის შესახებ და საკომუნიკაციო არხები ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე. თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი შესაბამისია დისკრიმინაციის პრევენციის წესებთან და თანასწორი მოპყრობის პრინციპებთან. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შეგიძლია უსაფრთხოდ დაფიქსირო შემთხვევა და მიიღო რეაგირება. შეგიძლია შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო.

Your next opportunity starts here

Prepare, apply, track, interview and get hired — all from one platform, with AI in your corner.

Download app

Or sponsor Premium for someone who's job hunting →