About this role
ქომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერილობა
როლის მიზანია დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტური მხარდაჭერა: კალენდრისა და დროის მართვა, შეხვედრების დაგეგმვა და organizაება, შიდა და გარე მხარეებთან კომუნიკაციის კოორდინაცია და, საჭიროებისამებრ, ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- კალენდრისა და დროის მართვა
- დირექტორის კალენდრის დაგეგმვა და მართვა
- შეხვედრების პრიორიტეტიზაცია დღის წესრიგის და მიმდინარე საკითხების მნიშვნელობის გათვალისწინებით
- რეგულარული შეხვედრების, კომიტეტების, გარე ვალდებულებებისა და მივლინებების წინასწარ გათვალისწინება და კალენდარში ასახვა
- შეხვედრების ორგანიზება და მომზადება
- შეხვედრების დაჯავშნა, მონაწილეთა კოორდინაცია და ლოგისტიკური საკითხების მოგვარება
- საჭირო მოსამზადებელი მასალების დროულად შეგროვება და მიწოდება
- შეხვედრებიდან გამომდინარე დავალებების აღრიცხვა და შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი
- კომუნიკაცია და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა (Stakeholder Management)
- დირექტორის contact person ფუნქციის შესრულება შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან
- ეფექტური სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან და გუნდთან
- კორესპონდენციის მართვა, საკითხების დროული გადამისამართება და საჭიროებისამებრ დირექტორთან ესკალაცია
- ღონისძიებებისა და დამატებითი აქტივობების მხარდაჭერა
- პერიოდული ჩართულობა გუნდური შეხვედრების, ღონისძიებებისა და სხვა აქტივობების organizაციაში
- მგზავრობის, ლოგისტიკისა და ხარჯების ადმინისტრირება
- დოკუმენტაციის მომზადება და ორგანიზება დირექტორის მონაწილეობით გასამართი შეხვედრებისთვის
- საჭიროებისამებრ, მხარდაჭერა ad hoc პროექტებსა და საკოორდინაციო საკითხებში
კვალიფიკაცია
- მაღალი რგოლის მენეჯერების ადმინისტრაციული მხარდაჭერის გამოცდილება, სასურველია საბანკო ან ფინანსური სერვისების სექტორში
- ქართული და ინგლისური ენების სრული ცოდნა (წერილობითი და ზეპირი)
- კალენდრის, ელფოსტისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებული აპლიკაციების კარგად ფლობა (Outlook, Google Workspace და ა.შ.)
კომპეტენციები
- ორგანიზებულობა და პროაქტიულობა — რამდენიმე საკითხის პარალელურად მართვის და საჭიროებებზე სწრაფი და წინასწარ რეაგირების უნარი
- დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა — შიდა და გარე მხარეებთან ეფექტური და პროფესიული თანამშრომლობა
- კომუნიკაცია — აზრის მკაფიოდ და კორექტულად ჩამოყალიბება როგორც წერილობით, ისე ზეპირად
- დისკრეცია და სანდოობა — კონფიდენციალურ ინფორმაციასთან პასუხისმგებლობით მუშაობა;