About this role
იურუკისტი - ადმინისტრატორი (კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი)
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.
კორპორატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას იურისტ-ადმინისტრატორის პოზიციაზე კორპორატული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესში
სამუშაოს აღწერილობა სამუშაო პოზიციის ბიზნეს-ამოცანა:
- კლიენტის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი
- საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გასაცემად ან/და ცვლილების უზრუნველსაყოფად, სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება
- საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გაცემის ან/და ცვლილების ეტაპის ადმინისტრირება
- საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გაცემის შემდეგ, შესასრულებელი სამართლებრივი პირობების აღრიცხვა და მონიტორინგი მთავარი ფუნქციები: საკრედიტო პროდუქტების დამტკიცების, გაცემის ან/და ცვლილების და შემდგომის მონიტორინგის ეტაპზე:
- კლიენტისგან მიღებული და საჯარო წყაროებიდან მოპოვებული, კლიენტის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი, კანონმდებლობასთან და ბანკის სტანდარტებთან/ინსტრუქციებთან შესაბამისად
- სადამფუძნებლო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, კლიენტისგან დამატებითი იურიდიული დოკუმენტაციის მოთხოვნა
- საკრედიტო და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება კანონმდებლობასთან, ბანკის სტანდარტებთან/ინსტრუქციებთან შესაბამისად
- კლიენტის მიერ სესხის გაცემამდე და სესხის გაცემის შემდგომ შესასრულებელი არასტანდარტული პირობების სამართლებრივად ჩამოყალიბება
- საჭიროების შემთხევაში, კლიენტისთვის, საკრედიტო დოკუმენტაციის სამართლებრივი მუხლების განმარტება
- საკრედიტო დოკუმენტაციაში, არასტანდარტული მუხლების შეთანხმება დელეგირებულ პირებთან
- საკრედიტო პროდუქტების პროგრამულიREGISTრაცია
- საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გაცემის ეტაპის ადმინისტრირება: საკრედიტო დოკუმენტაციის ხელმოწერის პროცესის მართვა; საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გაცემა; ფაილინგი
- კლიენტის მიერ საკრედიტო პროდუქტის გაცემის შემდგომი პირობების შესრულების მონიტორინგი, განახლებული სტატუსის აღრიცხვა და პროგრამული ცვლილება დამატებითი ფუნქციები და მოვალეობები:
- საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გაცემის სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადების და გაცემის ეტაპზე, სხვადასხვა დეპარტამენტების, მათ შორის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების და კორპორატიული საკრედიტო ადმინისტრაციის, კოორდინაცია
კვალიფიკაცია ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- საბანკო (საკრედიტო) პროდუქტების და პროცედურების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
- ბანკის პროგრამებთან (ALTA: LMS, B2000) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- საკრედიტო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნolojიებთან მუშაობის მზაობა პიროვნული თვისებები და უნარები:
- ენერგიული, ხალისიანი
- აქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- მოტივირებული
- შედეგზე ორიენტირებული
- აქვს გამოწვევებთან და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი
- ორგანიზებული
- პასუხისმგებლიანი
- აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
- გუნდური
- ინიციატივიანი და პროაქტიული
- არის ცვლილებების მიმართ მოქნილი