About this role
კორპორატიული ბანკირი - სარეაბილიტაციო სექტორი
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ ტიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. კორპორატიული ბიზნესის სარეაბილიტაციო sektori-ში გვაქვს აქტიური ვაკანსია კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა
- შეისწავლი დარგში არსებულ თითოეულ კორპორატიულ კლიენტს, მოახდენ მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების სისტემატურ ანალიზს და აღნიშნულის მიხედვით გააკეთებ მათზე მორგებულ შეთავაზებებს;
- მუდმივად შეინარჩუნებ კორპორატიული კლიენტების მომსახურების მაღალ ხარისხს, უზრუნველყოფ მათ მომსახურებას ოპერატიულად და ეფექტურად;
- მუდმივად იკომუნიცირებ არსებულ კლინეტებთან და იზრუნებ მათზე მორგებული დივერსიფიცირებული პროდუქტების შეთავაზებაზე/მომსახურებაზე;
- იქნები კლიენტების ინტერესების გამტარებელი და სტრატეგიული მრჩეველი საბანკო/ფინანსურ საკითხებში;
- დააკომპლექტებ გუნდს საჭირო კვალიფიკაციის მქონე ადამიანებით;
- მკაფიოდ განსაზღვავ თანამშრომლების ფუნციებს და მათ როლებს, ასევე ეფექტურად გადაანაწილებ მიმდინარე საქმეებს;
- შეაფასებ გუნდის წევრების მუშაობის ხარისხს, გამოხატავ მხარდაჭერას მათ მიმდინარე საქმიანობაში და მუდმივად იზრულებ განვითარებაზე;
- იზრუნებ პორტფელის ხარისხზე;
- უზრუნველყოფ ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ძლიერ კოორდინაციას;
- კვარტლისა და წლის ჭრილში მონაწილეობას მიიღებ პორტფელის დაგეგმვის პროცესში, უზრუნველყოფ გეგმის ეფექტურ შესრულებას.
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებებზე დროული და ეფექტური რეაგირება
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (CFA ან/და MBA ჩაითვლება უპირატესად);
- ბანკში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
- საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
- საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი შესაბამისია და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს.
(ამ ტექსტში ჩამხმარ ბმულები და კონსულტაციის საკონტაქტო გვერდები ამონაწერი გადავრჩით, თუმცა პირადი კონტაქტები ამ ველში არ არის.)