Log in
All jobs
T

თანამშრომლის გამოცდილების მართვის პარტნიორი

TBCBANK
თბილისი, , Georgia Posted Oct 26, 2026
Full-timeHybrid

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

თანამშრობელის გამოცდილების მართვის პარტნიორი პასუხისმგებელია თანამშრომლის გამოცდილების სისტემურ გაუმჯობესებაზე, რომელიც ორგანიზაციაში შემოსვლიდან იწყება და მოიცავს სრულ ციკლს თანამშრომლის გასვლამდე (exit).

როლის მთავარი მიზანია, თანამშრომლების უკუკავშირების, სხვადასხვა არხებიდან შეგროვების მონაცემებისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, გამოავლინოს ძირითადი ტკივილები, შეამციროს ორგანიზაციული ხარვეზები და შექმნას უფრო მარტივი, თანმიმდევრული და მაღალი ხარისხის თანამშრომლის გამოცდილება.

სამუშაო პასუხისმგებლობები

თანამედშრომლის გამოცდილების დიზაინი

  • თანამშრომლის ძირითადი გზავნილებისა და ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი მომენტების იდენტიფიცირება, ანალიზი და გაუმჯობესება.

  • ონბორდინგის, ოფბორდინგის, შიდა გადაადგილების, დაწინაურების, აღიარების (recognition) და სხვა მნიშვნელოვანი გამოცდილებების დიზაინი და სტანდარტიზაცია.

  • არსებული პროცესების შეფასება თანამშრომლის პერსპექტივიდან და გაუმჯობესების ინიციატივების მართვა. თანამშრომლის ხმა

  • eNPS-ის, ჩართულობისა და პულსის კვლევების, ფოკუს ჯგუფების, HRBP-ების უკუკავშირისა და სხვა არხებიდან შემოსული უკუკ Bah-ის მართვა, ანალიზი და ქმედებებში ასახვა. ქმედებების შესრულების მონიტორინგი.

  • მიღებული insight-ების ანალიზი, ძირითადი ტენდენციების გამოვლენა, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისთვის ქმედებების დაგეგმვა და მართვა, სტეიკჰოლდერებთან კომუნიკაცია და შესრულების მონიტორინგი. თანამშრომლის ტკივილების შემცირება

  • იმ პროცესებისა და პრაქტიკების გამოვლენა, რომლებიც თანამშრომლებს ეფექტიან მუშაობას ურთულებს.

  • HR, IT, Operations, Facilities და სხვა ფუნქციებთან დაკავშირებული ტკივილების აღმოჩენა და კომუნიკაცია სტეიკჰოლდერებთან, გადაჭრაზე მუშაობა და შესრულების მონიტორინგი

  • განხორციელებული ცვლილებების ეფექტის გაზომვა თანამშრომლის გამოცდილების ჭრილში. კროს-ფუნქციური კოლაბორაცია

  • HRBP-ებთან, ბიზნესის ლიდერებთან, შიდა კომუნიკაციებთან, IT-სთან, Facilities-თან და სხვა გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

  • Employee Experience-ის საერთო სტანდარტების დანერგვა ორგანიზაციაში.

  • სხვადასხვა ფუნქციის მიერ დაგეგმილი, თანამშრომლებთან დაკავშირებული ინიციატივების შეფასება თანამშრომლის გამოცდილების პერსპექტივიდან. რეპორტინგი და ანალიტიკა

  • ანგარიშგება მენეჯმენტისთვის: ძირითადი თემები, სტატუსი, რისკები - რეგულარული ანგარიშები ადამიანური კაპიტალის დირექტორისა და მენეჯმენტისთვის.

  • რეპორტინგი სტეიკჰოლდერებისთვის: ინსაიტების მიწოდება და მათი სამოქმედო გეგმების პროგრესის მონიტორინგი.

  • კომუნიკაცია თანამშრომლებთან: შედეგების გაზიარება, რათა თანამშრომლებმა დაინახონ, რომ მათი ხმა რეალურ ცვლილებას იწვევს. დამატებითი პასუხისმგებლობები

კონფიდენციალურობა: თანამშრომელთა უკუკავშირის ანონიმურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა.

პროცესების გამარტივება: შიდა და HR პროცესებში ზედმეტი სირთულის გამოვლენა და გამარტივების ინიციირება.

საუკეთესო პრაქტიკა: Employee Experience-ის სფეროს ტენდენციების მონიტორინგი და მოსმენის ციფრული ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენება.

კვალიფიკაცია

  • განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან მომიჯნავე მიმართულებით სასურველია.
  • გამოცდილება: სასურველია მსგავს და რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (Employee / Customer Experience, HR, კვლევები, პროექტების მართვა).
  • ანალიტიკური უნარები: მონაცემების ანალიზი და მათი მკაფიო, ქმედით დასკვნებად გადაქცევა; Excel-ის კარგი ცოდნა; Power BI-ის ცოდნა უპირატესობაა.
  • სტეიკჰოლდერების მართვა: კომუნიკაციისა და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გაზიარების უნარი; ხელმძღვანელებთან კოორდინაცია და მოლაპარაკება.
  • ენები: ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია

რას გთავაზობთ?

  • პროფესიულ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • სწავლისა და განვითარების პროგრამებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • თიბისის პროდუქტებსა და მომსახურებაზე სპეციალურ შეთავაზებებს;
  • თიბისის თანამშრომელთა ფონდით სარგებლობის შესაძლებლობას.

Your next opportunity starts here

Prepare, apply, track, interview and get hired — all from one platform, with AI in your corner.

Download app

Or sponsor Premium for someone who's job hunting →