About this role
ტალანტების შერჩევის უმცროსი მენეჯერი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამსახურში აღწერა
თიბისიში გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი სწორი ადამიანებით იწყება. ვეძებთ ტალანტების შერჩევის უმცროს მენეჯერს, რომელიც საცალო მიმართულების (Retail/Mass) რეკრუტინგის პროცესს მართავს, აქტიურად მოიძიებს ახალ ტალანტებს და ბიზნესის საჭიროებების შესაბამისი კანდიდატების შერჩევას უზრუნველყოფს.
რას გააკეთებ?
- მართავ შერჩევის სრულ ციკლს - საჭიროებიდან კანდიდატის შერჩევასა და შეთავაზებამდე
- ითანამშრომლებ ბიზნესის წარმომადგენლებთან, განსაზღვავ ვაკანსიის მოთხოვნებსა და შერჩევის პრიორიტეტებს
- აქტიურად მოიძიებ კანდიდატებს სხვადასხვა არხებისა და პირდაპირი მოძიების მეთოდების გამოყენებით
- დაგეგმავ და წარმართავ გასაუბრებებს, შეაფასებ კანდიდატების გამოცდილებასა და პოზიციასთან შესაბამისობას
- მართავ რამდენიმე ვაკანსიას პარალელურად და უზრუნველყოფ შერჩევის პროცესის შეთანხმებულ ვადებში წარმართვას
- იზრუნებ კანდიდატების პოზიტიურ გამოცდილებასა და კანდიდატთა ბაზის განვითარებაზე
- გააანალიზებ რეკრუტინგის შედეგებს, მოამზადებ ანგარიშებს და ჩაერთვები პროცესების გაუმჯობესების პროექტებში
კვალიფიკაცია
რას ველოდებით შენგან?
- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტალანტების შერჩევის მიმართულებით
- საცალო მიმართულების რეკრუტინგის გამოცდილება, სასურველია მასშტაბური შერჩევების მართვის კუთხით
- სხვადასხვა არხებში კანდიდატების მოძიების, შეფასებისა და გასაუბრების წარმართვის უნარები
- ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარები
- ATS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, MS Office ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
დამატებითი ინფორმაცია
რას გთავაზობთ?
- პროფესიულ და მეგობრულ გუნდში მუშაობას
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
- სწავლისა და განვითარების პროგრამებს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- თიბისის პროდუქტებსა და მომსახურებაზე სპეციალურ შეთავზებებებს
- თიბისის თანამშრომელთა ფონდის გამოყენების შესაძლებლობას
თიბისიში კანდიდატის შერჩევის პროცესი დაცულია თანასწორი მოპყრობის პრინციპებზე. ინფორმაციის კონფიდენციალურობა და შენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ნორმები დაცული იქნება. თუ გსურს მონაცემების დამუშავების შეზღუდვა ან წაშლა, გთხოვთ მიმართოთ შესაბამის საკონტაქტო ბმულს.