About this role
ტექნიკური დახმარების ჯგუფის სპეციალისტი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ჰელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ს עבודהს აღწერა
ორგანიზაციის ფილიალებსა და სათავო ოფისში წარმოქმნილი მცირე ტექნიკური და საექსპლუატაციო ხარვევების დროული აღმოფხვრა, ობიექტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მცირე სარემონტო სამუშაოების ეფექტიანი დაგეგმვა და შესრულება.
- ორგანიზაციის ფილიალებსა და სათავო ოფისში არსებული მცირე ტექნიკური და საექსპლუატაციო ხარვევების იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
- მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება, მათ შორის:
- კარი საკეტების შეცვლა/შეკეთება;
- ნათურებისა და განათების საშუალებების შეცვლა;
- უჯრებსა და ავეჯის საკეტების შეცვლა;
- ლამინირებული იატაკის დაზიანებული ნაწილის შეცვლა;
- სამღებრო სამუშაოების შესრულება;
- სხვა მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების განხორციელება;
- გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების შეფასება და საჭირო სამუშაოების განსაზღვრა;
- მცირე სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, აღრიცხვა და შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოება;
- სამუშაოებისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის განსაზღვრა;
- ფილიალებსა და სათავო ოფისში ყოველდღიური გადაადგილება ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით;
- შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- სამუშაო პროცესში უსაფრთხოების მოთხოვნებისა და ორგანიზაციაში მოქმედი წესებისა და პროცედურების დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა შესაბამისი ტექნიკური და საექსპლუატაციო დავალებების შესრულება.
კვალიფიკაცია
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- პირადი მსუბუქი ავტომობილის ფლობა;
- მცირე ტექნიკური ან სარემონტო სამუშაოების პრაქტიკული გამოცდილება;
- ხელსაქმისა და მცირე ტექნიკური/სარემონტო სამუშაოების შესრულების პრაქტიკული უნარები;
- მცირე სარემონტო სამუშაოების დაგეგმვისა და აღრიცხვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დავალებების დროულად შესრულების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
- ელექტრიკოსის დამადასტურებელი მოწმობის ქონა ჩაითვალება უპირატესობად.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართო აღნიშნული საკომუნიკაციო არხებით. კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი შესაბამისია კანონით ზედმიწევნით გათვალისწინებული პრინციპებისთვის, რაც გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერ ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და მიიღო რეაგირება. შესაძლებელია ანონიმური ან ღია შეტყობინება.