About this role
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ჰელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერილობა
-
სრული საბანკო ქსელის უზრუნველყოფა გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების გამართული მუშაობით;
-
სრული საბანკო ქსელის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი. ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები
-
ბანკის დავალების შესაბამისად გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების პროექტების შექმნა/შედგენა;
-
ბანკის ექსპლოატაციის ჯგუფის, საინჟინრო ჯგუფის და ბანკის მომსახურე კომპანიის ტექნიკური კუთხით მხარდაჭერა, ბანკის სავენტილაციო ქსელის გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად;
-
გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების პრიექტანტისთვის ტექნიკური დავალების მიცემა და პროექტის მიღება;
-
ბანკის მიერ მიღებული სატენდერო შემოთავაზებების, გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების ნაწილის, დამუშავება პროექტთან შესაბამისობის მიზნით;
-
ბანკის ახალი ფილიელების (სერვის ცენტრების) ან ძველი ფილიელების რეაბილიტაციის მიზნით ახლადდამონტაჟებული გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სისტემების პროექტთან შესაბამისობის (თანხვედრის) დადგენა;
-
ბანკის მთლიანი ქსელის გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სისტემების და დანადგარების გეგმიური სერვისის დროს სრული ტექნიკური მხარდაჭერა. ვენდორების შემთხვევაში მათი კონტროლი და მონიტორინგი;
-
ბანკის შესაბამისი სამსახურის მიერ გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების ან მათი ნაწილების შესყიდვის პროცესში ჩართულობა და შესაბამის სამსახურთან მჭიდრო კოორდინაცია;
კვალიფიკაცია
-
უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური;
-
HVAC (გათბობა, კონდენცირება, ვენტილაცია) სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
-
სფეროში მოქმედი კანონმდებლობის კარგი ცოდნა
-
AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის ხვაშაობა . პიროვნული თვისებები
-
კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
-
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
-
ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემների თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას بأي ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყოს დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა 1
- ანონიმური ვებ-ფორმა 2
- ანონიმური ცხელი ხაზი
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.