Log in
All jobs
T

ექსპლოატაციის მენეჯერი (დროებითი თანამშრომელი)

TBCBANK
თბილისი, , Georgia Posted Oct 22, 2026
Full-timeOn-site

About this role

ექსპლოატაციის მენეჯერი (დროებითი თანამშრომელი)

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭებთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

ექსპლუატაციის მენეჯერი პასუხისმგებელია თიბისი ბანკის ფილიალების, სერვისცენტრების, ლომბარდებისა და ბექ-ოფისებისთვის ტექნიკურ მხარდაჭერასა და მათი ტექნიკური გამართულობისა და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე.

  • ფილიალების, სერვის ცენტრების, ლომბარდებისა და ბექ ოფისებისა (შემდგომში „საპასუხისმგებლო ობიექტები“) მხარდაჭერა ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარების კუთხით, მომსახურე კომპანიას ან შიდა რესურსს გამოყენებით;
  • შესაბამისი პროგრამულ პლატფორმის (Jira) მეშეღეობით დაფიქსირებული მოთხოვნების დროული და ეფექტური შესრულება;
  • საპასუხისმგებლო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, მათ შორის, გარე ფასადებს ვიზუალურ მდგომარეობაზე ზრუნვა (სარეკლამო აბრები და ა.შ.);
  • საპასუხისმგებლო ობიექტების ფრონტისა და ბექ ოფისების განათების მონიტორინგი/კონტროლი;
  • სარემონტო ფილიალის დემონტაჟი, დემონტაჟის შედეგად დარჩენილი მასალა/ინვენტარის იდენტიფიცირება და შესაბამისი საწყობებით განაწილება.
  • ფილიალის დემონტაჟის დაწყებამდე, ყველა იმ ინვენტარი/ტექნიკის აღწერა და აქტის შედგენა, რომლის საფუძველზეც, მშენებელს გადაეცემა ყველა ის ინვენტარი/ტექნიკა, რომელიც რემონტის დროს რჩება ფილიალში, სარემონტო სამუშაოების დასრულებისას ექსპლოატაციის მენეჯერი ამოწმებს და იბარებს აქტში გაწერილ ყველა ტექნიკა/ინვენტარს.
  • ფილიალის გახსნის დღეს ობიექტის ჩაბარება
  • ბიზნესის მიერ დავალებული არასტანდარტული პროექტების შესრულება
  • ქსელში არსებული პრობლემური ფილიალები იდენტიფიცირება, აღრიცხვა/კონტროლი
  • Monitoring dashboard ანალიზი და პრობლემური საკითხების მოგვარება, როგორც კონტრაქტორი კომპანიებით, ასევე შიდა რესურსის საშუალებით.
  • საპასუხისმგებლო ობიექტებში სამღებრო სამუშაოების დაგეგმვა, მოცულობის განსაზღვრა, პროექტის ფარგლებში შერჩეული ჯგუფი/კომპანიაზე გადაცემა, ხარისხის და მოცულობის კონტროლი;
  • ელ კარები, ღილაკები, სენსორები შლაგბაუმების გამართულად მუშაობასთან დაკავშირებული ყველა必要 ღონისძიებების გატარება;
  • სამღებრო მასალების შესყიდვა/ანგარიშსწორება/აღრიცხვა
  • გარანტიის მქონე ობიექტების იდენტიფიცირება და კონტრაქტორ კომპანიებთან პრობლემური საკითხის გადამოწევა, შესრულების ვადის და ხარისხის კონტროლი
  • გარე სარეკლამო მონიტორების მოწესრიგება/გამართვა (ელექტროობა/ქსელი)

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება.

  • ლოგისტიკის, ექსპლოატაციის ან მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. პიროვნული უნარები

  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

  • გუნდის მუშაობის უნარი.

  • ყურადღებიანობა და თავაზიანობა.

  • დროში და რესურსების ეფექტურად მართვის უნარი.

  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლებელია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, დაგვიკავშირდი

Your next opportunity starts here

Prepare, apply, track, interview and get hired — all from one platform, with AI in your corner.

Download app

Or sponsor Premium for someone who's job hunting →