Log in
All jobs
T

ფასიანი ქაღალდების სერვისის სპეციალისტი

TBCBANK
თბილისი, , Georgia Posted Oct 23, 2026
Full-timeHybrid

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,helialოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

ფასიანი ქაღალდების მომსახურების ცენტრი ეძებს თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება ფასიანი ქაღალდების ყოველდღიური ოპერაციების მართვაში, კლიენტებისა და პარტნიორების მომსახურებასა და საოპერაციო პროცესების განვითარებაში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების გარიგებების დამუშავება, ანგარიშსწორების პროცესის მონიტორინგი და წარმოშობილი საკითხების მოგვარება;
  • ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი ნაშთების რეკონსილაცია, სხვაობების მოკვლევა და მონაცემების სიზუსტის კონტროლი;
  • კორპორაციული ქმედებების, მათ შორის კუპონების, დივიდენდებისა და ფასიანი ქაღალდების დაფარვის დამუშავება;
  • შიდა და გარე ანგარიშგების მომზადება, მომსახურების საკომისიოების გამოთვლა, ინვოისების მომზადება და გადახდების მონიტორინგი;
  • კლიენტებთან და პარტნიორებთან საოპერაციო საკითხებზე კომუნიკაცია;
  • ახალი კლიენტების მიღებისა და ხელშეკრულებების მომზადების პროცესში მონაწილეობა საოპერაციო მიმართულებით;
  • ახალი სისტემებისა და ფუნქციონალებების ტესტირებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
  • საოპერაციო პროცედურების მომზადება და არსებული პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა.

კვალიფიკაცია

  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფასიანი ქაღალდების ოპერაციების, საბროკერო ან საინვესტიციო ოპერაციების მიმართულებით;

  • ფინანსური ინსტრუმენტებისა და ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის ცოდნა;

  • Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა. საჭირო უნარები

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;

  • ანალიტიკური აზროვნება და საკითხების დამოუკიდებლად მოკვლევის უნარი;

  • პასუხისმგებლობის 높은 გრძნობა;

  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;

  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

Your next opportunity starts here

Prepare, apply, track, interview and get hired — all from one platform, with AI in your corner.

Download app

Or sponsor Premium for someone who's job hunting →