Log in
All jobs
T

მითერი- თბილისი

TBCBANK
თბილისი, , Georgia Posted Oct 23, 2026
Full-timeOn-site

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სarbeოს აღწერილობა

შენ გექნება შესაძლებლობა:

  • შეისწავლო საბანკო პროდუქტები, პროცესები და ჩვენი განახლებული სასწავლო პლატფორმის დახმარებით, მიიღო შენთვის საინტერესო ინფორმაცია და ცოდნა საბანკო სექტორში;
  • დაწინაურდე და განვითარდე მინიმუმ 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდგომ, ბანკის სხვადასხვა მიმართულებით და შენი ინტერესების გათვალისწინებით;
  • გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელსაც შეგასწავლიან და შემდგომ გამოიყენებ სამუშაოს შესრულებისას;
  • იმუშაო და გაიცნო საუკეთესო გუნდი და პროფესიონალი ადამიანები.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საუკეთესო სამუშაო გარემოს;
  • 1 კვირიან ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
  • კონკურენტულ და ზრდად ფიქსირებულ ხელფასს, დამატებით ყოველთვიურ ბონუსს;
  • 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის და კარგი უკუკავშირების შემთხვევაში, დაწინაურების შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს ანაზღაურების და დამატებითი სარგებლებების ზრდას და პოზიციურად განვითარებას;
  • ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა; ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის, ფონდი თიბისელები და სხვა მრავალი;
  • შეძლებ დარეგისტრირდე ნებმისმიერ შენთვის საინტერესო ტრენინგზე და მიიღო დამატებითი ცოდნის შესაძლებლობა.

ადგილი, სადაც იმუშავებ:

განახლებული კონცეფციის და განსაკუთრებული დიზაინის მქონე ფილიალებში/სერვის ცენტრებში.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • ახლა იწყებ სამუშაო კარიერას;
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
  • ხარ კომუნიკაბელური და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გინდა გამოსცადო თავი და განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.
  • გაქვს AI ინსტრუმენტებზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე მუშაობის მზაობა თუ ფიქრობ რომ უნდა გამოსცადო თავი საბანკო სექტორში და developed ეს მიმართულება, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ შენს განვითარებას.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია kandiora ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება, მოგთხოვთ, გვეთვალყურებ. კონფიდენციალურობა - TBC Bank.

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და თანაბარი მოპყრობის პრინციპებთან შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შეგიძლია გადააფიქსირო შემთხვევა და საიმედო რეაგირება იქნება მიღებული.

Your next opportunity starts here

Prepare, apply, track, interview and get hired — all from one platform, with AI in your corner.

Download app

Or sponsor Premium for someone who's job hunting →