About this role
უძრავი ქონების მოძიების მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება
კომპანიის აღწერა
हम ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ჰელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერილობა
უძრავი ქონების მოძიებისა მენეჯერი უზრუნველყოფს ბანკის ბიზნეს საჭიროებების შესაბამისად ახალი ფილიალების, სერვის ცენტრების, საოფისე და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის შესაბამისი უძრავი ქონების მოძიებას, შეფასებას და ანალიზს,
- ახორციელებს ბანკის განვითარების გეგმებიდან გამომდინარე ახალი ლოკაციების მოძიებასა და შეფასებას.
- აწარმოებს უძრავი ქონების ბაზრის მუდმივ მონიტორინგს და ბაზრის ტენდენციების ანალიზს.
- უზრუნველყოფს უძრავი ქონების სააგენტოებთან, ბროკერებთან, მეიჯარეებთან და ქონების მფლობელებთან ურთიერთობის მართვას.
- მოლაპარაკებებს აწარმოებს საიჯარო პირობების გაუმჯობესების მიზნით.
- ამზადებს უძრავი ქონების შეძენის, იჯარის ან რელოკაციის ფინანსურ და ბიზნეს ანალიზს.
კვალიფიკაცია
- უძრავი ქონების, ქონების მართვის, იჯარების ადმინისტრირების ან ბიზნეს განვითარების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
- ფინანსური ანალიზისა და ბიზნეს-ქეისების მომზადების უნარი;
- MS Excel-ის და MS Office-ის კარგი ცოდნა;
- ანალიტიკური და კომუნიკაციის მაღალი უნარები.
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა