About this role
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებელებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.
თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება კარგად შეგვიძლია.
ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. ჩვენი გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვ edýärთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.
საფუძვლები
თიბისის, ახალგაზრდული სეგმენტის მიმართლებაში ვეძებთ სერვის ექსპერტს.
პოზიცია მოიცავს ახალგაზრდული სეგმენტის პროდუქტების, მომხმარებლის გამოცდილების, მარკეტინგული აქტივობების, პარტნიორობებისა და ანალიტიკის მიმართულებების კოორდინაციას. სეგმენტის სტრატეგიის განხორციელებას და მისი ბიზნეს შედეგების მიღწევას. თანამშრომლობს სხვადასხვა ბიზნეს და ტექნოლოგიურ გუნდთან, განსაზღვრავს პრიორიტეტებს, მართავს ინიციატივების განხორციელების პროცესს და ზრუნავს ახალგაზრდული სეგმენტის მომხმარებელთა ბაზის ზრდაზე, ჩართულობასა და ლოიალობაზე.
ძირითადი მოვალეობები
სტრატეგიის განხორციელება და ბიზნეს შედეგები
-
სეგმენტის სტრატეგიის საფუძველზე სამოქმედო გეგმებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია;
-
მომხმარებელთა ბაზის ზრდის, გააქტიურების, ჩართულობისა და შენარჩუნების ხელშეწყობა;
-
სეგმენტის შედეგების მონიტორინგი, რისკებისა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
-
ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზში მონაწილეობა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავება. პროდუქტები და ღირებულებითი შეთავაზება
-
მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების ღირებულებითი შეთავაზების განვითარება — ბარათების, ციფრული არხების, დანაზოგების, ლოიალობისა და ყოველდღიური საბანკო პროდუქტების მიმართულებით;
-
საერთაშორისო პრაქტიკისა და המקומობრივი ბაზრის ტენდენციების შესწავლა და ახალგაზრდულ სეგმენტზე მორგებული ინიციატივების განვითარება;
-
მომხმარებელთა საჭიროებებისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით განსხვავებული შეთავაზებების შემუშავება;
-
ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან ერთად;
-
მშობლებთან და ოჯახის წევრების შეთავაზებების ახალგაზრდული სეგმენტის პროდუქტებთან ინტეგრირების ხელშეწყობა. მომხმარებლის გამოცდილება და სასიცოცხლო ციკლის მართვა
-
მომხმარებლის გამოცდილების განვითარება პირველადი დაინტერესებიდან რეგისტრაციამდე, პროდუქტების აქტიურ გამოყენებამდე და ზრდასრულთა სეგმენტში გადასვლამდე;
-
მომხმარებლის მოზიდვის, გააქტიურების, ჩართულობისა და შენარჩუნების ინიციატივების კოორდინაცია;
-
მომხმარებელთა უკუკავშირისა და ქცევითი მონაცემების გამოყენება products და მომსახურების გასაუმჯობესებლად;
-
ციფრულ და ფიზიკურ არხებში მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა. მარკეტინგული აქტივობები და პარტნიორობები
-
წლიური კამპანიებების სტრატეგიის საფუძველზე სამოქმედო გეგმების შემუშავება და სეზონური აქტივობების პრიორიტეტიზაცია;
-
მარკეტინგული კამპანიებისა და რეგიონული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
-
მომხმარებელთა სეგმენტაციაზე, პერსონალიზებულ კომუნიკაციასა და CRM არხების ეფექტიან გამოყენებაზე მუშაობა;
-
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება;
-
ფინანსური განათლებისა და ახალგაზრდული პროგრამების განვითარებაში მონაწილეობა. ანალიტიკა და პროექტების მართვა
-
სეგმენტის ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი და ანგარიშგების მომზადება;
-
სეგმენტის ეკონომიკურ ეფექტიანობის ანალიზში მონაწილეობა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა;
-
სეგმენტისა და პარტნიორობების მიმართულებით პროექტების მართვა — ვადების, დამოკიდებულებების, რისკებისა და ჩართული მხარეების კოორდინაცია.
კვალიფიკაცია
-
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, მარკეტინგის, მონაცემთა ანალიტიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
-
საბანკო, საფინანსო ტექნოლოგიების (Fintech) ან ციფრული პროდუქტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
-
პროდუქტების მართვის, მომხმარებელთა სეგმენტების განვითარების, მომხმარებლის გამოცდილების (CX) ან მომხმარებელთა ჩართულობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
-
სხვადასხვა გუნდთან თანამშრომლობით პროექტებისა და ინიციატივების დაგეგმვისა და შედეგამდე მიყვანის გამოცდილება;
-
მონაცემთა ანალიზისა და მენეჯერული ანგარიშგების მომზადების უნარი;
-
ინგლისური ენის ცოდნა — მენეჯერერული კომუნიკაციისა და პრეზენტაციების დონეზე. დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
-
Power BI-ის, SQL-ის ან სხვა ანალიტიკური პლატფორმების გამოყენების გამოცდილება;
-
CRM/CDP სისტემებისა და მარკეტინგული ავტომატიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა;
-
ახალგაზრდულ ან მასობრივ სეგმენტთან, ლოიალობის პროგრამებთან ან ციფრული პროდუქტების დანერგვასთან მუშაობის გამოცდილება;
-
სტრატეგიული პარტნიორობებისა და ეკოსისტემური პროექტების მართვის გამოცდილება.
-
პროდუქტის მომგებიანობის ანალიზის გამოცდილება
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს შესაბამისი კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართოთ საკომუნიკაციო არხებზე.