Talent Apply
Log in
All jobs
T

RB ბანკირის ასისტენტი - ბათუმის ფილიალი

TBCBANK
ბათუმი, , Georgia Posted Sep 21, 2026
Full-timeOn-site

About this role

RB ბანკირის ასისტენტი - ბათუმის ფილიალი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სავალდებულო აღწერა

შენ, როგორც სტაჟიორი, მიღებული ცოდნის საფუძველზე, უზრუნველყოფ:

  • თვითდასაქმებული კლიენტების მოზიდვას და პოტენციური კლიენტებისთვის ბიზნეს სესხის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

  • ეფექტური გაყიდვების წარმოებას;

  • შედეგებზე ორიენტაციას–ყოველდღიური/ყოველთვიური სავალდებების შესრულებას; შენ გექნება შესაძლებლობა:

  • შეისწავლო საბანკო პროდუქტები, პროცესები და ჩვენი განახლებული სასწავლო პლატფორმის დახმარებით, მიიღო შენთვის საინტერესო ინფორმაცია და ცოდნა საბანკო სექტორში;

  • დაწინაურდე და განვითარდე მინიმუმ 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდგომ, ბანკის სხვადასხვა მიმართულებით და შენი ინტერესების გათვალისწინებით;

  • გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელიც შეგასწავლიან და შემდგომ გამოიყენებ სამუშაოს შესრულებისას;

  • იმუშაო და გაიცნო საუკეთესო გუნდი და პროფესიონალი ადამიანები. ჩვენ გთავაზობთ:

  • საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;

  • სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ანაზღაურებად ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში;

  • 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის და კარგი უკუკავშირების შემთხვევაში, დაწინაურების შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს ანაზღაურების და დამატებითი სარგებლის ზრდას და პოზიციურად განვითარებას;

  • დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული აქტივობები და სხვები;

  • შეძლებ დარეგისტრირდე ნებმისმიერ შენთვის საინტერესო ტრენინგზე და მიიღო დამატებითი ცოდნის შესაძლებლობა.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • ახლა იწყებ კარიერულ განვითარებას
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
  • ხარ კომუნიკაბელური და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გინდა გამოსცადო თავი და განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.
  • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის სურვილი

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პირადი მონაცემები ადაპტირებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია Kandidat- туралы ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი მოიცავს ინციდენტების დაფიქსირებას და მხარს ვუჭერთ კონფიდენციალურობას.

Your next opportunity starts here

Prepare, apply, track, interview and get hired — all from one platform, with AI in your corner.

Download app

Or sponsor Premium for someone who's job hunting →