Log in
All jobs
T

თვითდასაქმებულ პირთა საკრედიტო ექსპერტი (RB ბანკირი) - ქუთაისის ს/ც 4

TBCBANK
ქუთაისი, , Georgia Posted Oct 27, 2026
Full-timeOn-site

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ყოფილი ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაყიდვები, ფინანსური ანალიზი და გსურს კარიერული განვითარება ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ საბანკო გარემოში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

რას გააკეთებ?

RP ბანკირი:

  • აღმოაჩენ და მოიზიდავ ახალ მომხმარებლებს;
  • შეისწავლი მათ საჭიროებებს და შესთავაზებ საუკეთესო ფინანსურ გადაწყვეტილებებს;
  • შეაფასებ მომხმარებლის ფინანსურ მდგომარეობასა და საკრედიტო რისკებს;
  • დაამუშავებ საკრედიტო განაცხადებს და მოამზადებ შესაბამის დოკუმენტაციას;
  • იზრუნებ შენს საკრედიტო პორტფელზე და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე;
  • გამოიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და AI ინსტრუმენტებს ყოველდღიურ საქმიანობაში.

კვალიფიკაცია

ვის ვეძებთ?

მოხარული ვიქნებით, თუ:

  • გაქვს გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ფლობ ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარებს;
  • ხარ შედეგზე ორიენტირებული, ინიციატივიანი და პასუხისმგებლიანი;
  • შეგიძლია ფინანსური ინფორმაციის ანალიზი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება;
  • გაქვს გუნდურად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებთან და AI ინსტრუმენტებთან მუშაობის ინტერესი.

უპირატესობები:

  • საბანკო სექტორში, მინი/მიკრო სესხების ან საცალო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ?

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას და ყოველთვიურ ბონუსურ სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევასა და მრავალფეროვან კორპორაციულ ბენეფიტებს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს;
  • ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებზე შეუზღუდავ წვდომას;
  • თანამედროვე, ინოვაციულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
  • განსაკუთრებული დიზაინისა და განახლებული კონცეფციის ფილიალებში მუშაობის შესაძლებლობას. შემოგვიერთდი, შექმენი წარმატების საკუთარი ისტორია და განავითარე კარიერა ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ საბანკო გუნდში!

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომunicაციო არხების საშუალებებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიისათვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისად არის. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო.

Your next opportunity starts here

Prepare, apply, track, interview and get hired — all from one platform, with AI in your corner.

Download app

Or sponsor Premium for someone who's job hunting →