Log in
All jobs
T

RB ბანკირის ასისტენტი - სამტრედიის ს/ც 1

TBCBANK
სამტრედია, , Georgia Posted Oct 23, 2026
Full-timeOn-site

About this role

RB ბანკირის ასისტენტი - სამტრედიის ს/ც 1

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

შენ, როგორც სტაჟიორი, მიღებული ცოდნის საფუძველზე, უზრუნველყოფ:

  • თვითდასაქმებული კლიენტების მოზიდვას და პოტენციური კლიენტებისთვის ბიზნეს სესხის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

  • ეფექტური გაყიდვების წარმოებას;

  • შედეგებზე ორიენტაციას–ყოველდღიური/ყოველთვიურიავალებების შესრულებას; შენ გექნება შესაძლებლობა:

  • შეისწავლო საბანკო-products და პროცესები და ჩვენი განახლებული სასწავლო პლატফრომის დახმარებით, მიიღო შენთვის საინტერესო ინფორმაცია და ცოდნა საბანკო sektორში;

  • დაწინაურე და განვითარდე მინიმუმ 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდგომ, ბანკის სხვადასხვა მიმართულებებში და შენი ინტერესების გათვალისწინებით;

  • გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელიც შეგასწავლიან და შემდგომ გამოიყენებ სამუშაოს შესრულებისას;

  • იმუშაო და გაიცნო საუკეთესო გუნდი და პროფესიონალი ადამიანები. ჩვენ გთავაზობთ:

  • საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;

  • სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ანაზღაურებად ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში;

  • 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის და კარგი უკუკავშირების შემთხვევაში, დაწინაურების შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს ანაზღაურების და დამატებითი სარგებლის ზრდას და პოზიციურად განვითარებას;

  • დამატებითი სარგებლის: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი;

  • შეძლებ დარეგისტრირდე ნებმისმიერ შენთვის საინტერესო ტრენინგზე და მიიღო დამატებითი ცოდნის შესაძლებლობა.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • ახლა იწყებ კარიერულ განვითარებას
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
  • ხარ კომუნიკაბელური და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გინდა გამოსცადო თავი და განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.
  • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის মზაობა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია kandidaatის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემთა დამუშავებას კანონმდიობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https form.jotform.me tbcbank anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https app safecall co uk ka file a report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Your next opportunity starts here

Prepare, apply, track, interview and get hired — all from one platform, with AI in your corner.

Download app

Or sponsor Premium for someone who's job hunting →